„მთიან ყარაბაღში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხებზე სპეციალური სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს“

 მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ხვდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა:

-„მთიან ყარაბაღში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხებზე სპეციალური სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს.   სამმხრივ სამუშაო ჯგუფს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ.   სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება, ეს  ქმნის წინაპირობებს ხანგრძლივი კონფლიქტის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის სამართლიან საფუძველზე, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღში 48 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

რუსეთი აფასებს პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომლებიც  ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს აკავშირებს. ამიტომ, ჩვენ ხალხის ბედზე შეშფოთებით და გულწრფელი წუხილით ვადევნებდით თვალს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას. დღეს შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, – სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, შემდეგი ნაბიჯების დასახვა. ვგულისხმობ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადემარკაციო ხაზების გარკვევას, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს მოუწოდა, გამოკვეთონ შემდეგი ნაბიჯები ყარაბაღის საკითხის დარეგულირებისთვის.

კომენტარები