მიკი რურკს სურს, უკრაინაში დაიმარხოს

ჰოლივუდის მსახიობმა და მოკრივემ მიკი რურკმა, ამბობენ, ანდერძი შეადგინა და ითხოვს, გარდაცვალების შემდეგ უკრაინაში, ხმელნიცკის ოლქის სოფელ ზაგორცში დამარხონ. ამ სოფელში ცხოვრობს მისი თანაშემწის დიმიტრი კორნეიჩუკის ბებია. სწორედ კორნეიჩუკს თხოვს მსახიობი ბოლო სურვილის აღსრულებას. ამას იუწყება strana.Ua.
„მე ვესაუბრე დიმას: როცა მოვკვდები, არ მინდა, რომ აქ (ამერიკაში) დამმარხონ. მან მიჩვენა, სად არის დამარხული პაპამისი და მეც მსურს, იქ დამმარხონ“, – ამბობს მიკი რურკი.

წყარო: strana.Ua

კომენტარები