მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც მძევლები აიყვანეს, განცხადებას ავრცელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც მძევლები აიყვანეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს:.

„გვინდა, გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება „ემბისი“-ს უპირველესი ამოცანაა“.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მინდა გთხოვოთ მედიასაშუალებებს პირდაპირი ჩართვები შეწყვიტონ, ვინაიდან ეს საფრთხეს უქნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართლადამცველების სიცოცხლეს“.

ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე, შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. თავდამსხმელმა მძევლად 9 პირი აიყვანა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

 

კომენტარები