“მიშა რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის მთავარი რეფორმატორია და უკვე შეხვდა ამერიკის, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს”-გიორგი კაპანაძე:

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს –

“მიშა რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის მთავარი რეფორმატორია და უკვე შეხვდა ამერიკის, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს, დიპლომატებს, ექსპერტებს სხვადასხვა ქვეყნიდან…
ესაუბრა ათეულობით პოლიტიკოსს, თითქმის ყველა კონტინენტიდან.
პარალელურად კი, ლევან ვარშალომიძე რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას უმიზნებს.
ზურაბ ადეიშვილი კორუმპირებულ პროკურორებს ახალგაზრდა და მოტივირებული ხალხით ანაცვლებს.
გიზო უგლავა ნომენკლატურას უტევს,
დავით საყვარელიძე ახალი პოზიციისთვის ემზადება…
მოკლედ, ქართველების წყალობით, 45 მილიონიანი ქვეყანა ამოიქოქა, ახმაურდა, დრაივი შეიძინა, გაიღვიძა და სრული სვლით მოძრაობს დასავლეთისკენ, მსოფლიო მედიის ყურადღების კვალდაკვალ.
ჯერჯერობით ნელა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას რომ წარსულში ტოვებს რუსულ გავლენებს, ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციის დამანგრეველ ტრადიციებს და ეს მხოლოდ დასაწყისია…
უკრაინის წყალი გადმოგვსხმოდეს. “-წერს გიორგი კაპანაძე

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები