მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტისა და რადის დეპუტატთა მხარდაჭერის იმედი აქვს

უკრაინის უმაღლეს რადას ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში არ შეუტანია.

-„რა თქმა უნდა, იყო იმედი, რომ ჩემს კანდიდატურაზე კენჭისყრა დღეს გაიმართებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკის, ფრაქცია „ხალხის მსახურისა“ და სხვა ფრაქციების დეპუტატთა მხარდაჭერაში. მოვემზადოთ ხუთშაბათის კენჭისრისთვის“, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  რადის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მანამდე უკრაინის ვიცეპრემიერობის კანდიდატმა შეხვედრა გამართა ფრაქცია „ხალხის მსახურთან“. შეხვედრის შემდედ ფრაქციის წევრმა ვასილი მოკანმა განაცხადა:

„ვიცეპრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას ფრაქციის უმრავლესობის მხარდაჭერა ჯერჯერობით არ აქვს.

გვქონდა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან.  ერთ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ მასთან. ბევრი კითხვა დაისვა  დეპუტატების მხრიდან. შეკითხვები ეხებოდა მის პოლიტიკურ ამბიციებს და საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებს. მან პირობა დადო, რომ პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში აპოლიტიკური იქნება, რომ არც პოლიტიკური ამბიციები აქვს უკრაინასა და არც საქართველოში.  ასევე დადო პირობა, რომ კონფლიქტების პროვოცირებას გუნდის შიგნით არ შეეცდება, თუმცა ჯერჯერობით მის კანდიდატურაზე ფრაქციაში საერთო თანხმობა არ არსებობს. დღეს პარლამენტში საკადრო საკითხი არ განიხილება. ეს, ალბათ, მომდევნო კვირაში მოხდება, თუმცა კოლეგების განწყობის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ 226 ხმა მას ფრაქციიდან არ ექნება“.

კომენტარები