მიხეილ ყაველაშვილი: „სადაც გიგა ბოკერია იყრის კენჭს, იქ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას და დავანახებ, რომ შანსი“
-„თუ უპირატესობაზეა, ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, გიგა ბოკერია, – არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოგვევლინა ოპოზიციის გამაერთიანებლად, ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ, პირდაპირ ვიტყვი, – დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, – კანდიდატად სადაც დადგება, 20 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, ბოკერია თუ ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, – მეც დავდგე ვაკეში, იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. შეიძლება, ელენე ხოშტარიას უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმა, მიხეილ ყაველაშვილმა.