„მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი და მილიარდებს ჩამოვიტან“- მიხეილ სააკაშვილი

-„მომეცით სტატუსი საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის და მილიატრდებს ჩამოვიტან.  გთავაზობთ: გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად.  მზად ვარ, მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, ვიცნობ თითქმის ყველას, ვინც ახლა ევროპელი ლიდერები არიან.

ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის და დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე. შემოდგომის შემდეგ გააგრძელეთ ჩემი იურიდიული პროცესები, გამასამართლეთ პიჯაკებზე და სხვაზე და სხვაზე… მაგრამ მანამდე დააწესეთ მორატორიუმი.

მომეცით სტატუსი საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის მხოლოდ ერთ საკითხში – უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან დახმარებას, იმდენს ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს.

დაავალეთ საელჩოებს, რომ ჩემთან ერთად მოიარონ აშშ-ის კონგრესი, ევროპის წამყვანი ქვეყნები და აზიის ქვეყნები, ისე რომ არ გამოვიდეს, რომ ჩემს თავს წარმოვადგენ მხოლოდ.მომეცით ეს სტატუსი და მე ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ამ დახმარებას მივიღებთ!

მე რასაც ვლაპარაკობ, იმას ვაკეთებ ყოველთვის. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად” – ჩემი ცხოვრების ლოზუნგია. ბოლოსდაბოლოს, მომენატრა და მინდა,ჩემს ხალხს რამე გავუკეთო ამ გადამწყვეტ მომენტში, რადგან ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი დგება – ნამდვილი ცუნამი, შიმშილის დიდი ტალღა მოდის, ისეთი შიმშილის, 90-იანი წლების შემდეგ რომ არ ყოფილა. ჩვენი ერის ფიზიკურად გადარჩენის მომენტი დგება და არა მხოლოდ ჯანმრთელობის“, – განაცხადა  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ ჩართვისას.

კომენტარები