მოსახლეობა ჩრდილოეთ სირიაში სახლებს ტოვებს

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ შეტევის გაძლიერების გამო მოსახლეობა ჩრდილოეთ სირიაში სახლებს ტოვებს. თურქულმა ჯარებმა სასაზღვრო ქალაქებს რას ალ-აინს და თელ აბიადს ალყა შემოარტყეს.

ამ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

სირიის მხრიდან თურქეთის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია, დაშავდა 70.

კომენტარები