მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ბელარუსის საელჩოსთან საინიციატივო ჯგუფის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ალექსანდრე ლუკაშენკოს ულოცავენ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ვადით არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება არ მიულოცა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა პეტიცია, რომელზეც ხელი საქართველოს მრავალმა მოქალაქემ მიულოცა და შესაბამისად, ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა აღიარა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის რეაქციული ძალების მარიონეტია, სწორედ ამ მიზეზით, დროს წელავს და ლუკაშენკოს ლეგიტიმურობის აღიარებას გაურბის.

 

კომენტარები