მოქმედებს თუ არა საკვების (ნარჩენის) გადაყრაზე სპეციალური კანონი?

ფეისბუქის გვერდზე „არა მონობას“ დაიდო ერთ-ერთი მოქალაქის ტექსტი, რომელშიც აღწერილია, თუ რა ხდება რესტორნების უმრავლესობაში. აღწერილია, თუ სად მიდის საკვების ნარჩენები? პოსტის ავტორი ერთ-ერთი რესტორნიდან მხოლოდ იმიტომ გამოაგდეს, რომ მას რესტორნიდან გასვლისას ჩანთაში თევზის ორი ნაჭერი უპოვეს..

„საუბარი მაგიდაზე დარჩენილ ხელუხლებელ საკვებზეა, რომელიც რესტორნებიდან იყრება ხოლმე. სამწუხაროდ, ჩვენს კანონმდებლობაში ბევრი აბსურდია რომელიც უბრალოდ არ ერგება იმ რეალობას, სადაც ვცხოვრობთ“ – წერს ფეისბუქის გვერდის „არა მონობას“ ადმინისტრაცია.

-„თქვენ ახლა იმ საჭმელს ხედავთ ნაგავში გადაყრილს რომელსაც სიმწრით ვყრი ნაგავში ყოველდღე და თვალწინ ჩემი შვილები მიდგანან ხელებში რომ მიყურებენ დე რა მოგვიტანეო. ბევრ რესტორანში მიმუშავია, სადაც ჭურჭელს ვრეცხავდი. სტუმრის მიერ მორჩენილი საჭმელი ხვდება მრეცხავების ხელში. წარმოიდგინეთ გვიკრძალავენ რომ ვიღაცის დატოვებული ლუკმა არ ავიღოთ და სახლში არ წავიღოთ! ბევრ რესტორანში გასვლისას დაცვა არამარტო ჩემს პირად ჩანთას არამედ ნაგავსაც კი ამოწმებს რომ იქ არ გქონდეს გადამალული საღი საჭმელი! და არ გაინტერესებთ რამდენს უხდიან ჭურჭლის მრეცხავებს? 12 16 საათი მუშაობ 20 ლარად. წარმოიდგინეთ თქვენ რომ რესტორანში მშვიდად ზიხართ და ერთობით, დედის ტოლა ქალები თვალცრემლიანები თქვენ დანატოვარ ლუკმებს ნაგავში ყრიან და იმის უფლება არ აქვთ რომ შვილებთან წაიღონ! თუმცა უნდა ვთქვა ისიც რომ ზოგ პატარა რესტორნებში მაძლევდნენ ხოლმე მორჩენილი საჭმლის წაღების უფლებას და როცა სახლში ეს საკვები ცოტა გეშველება და იმ დღეს ყიდვა აღარ გიწევს იმ 20 ლარზე მუშაობა ცოტათი გიღირს მაინც!
ეს ფოტო კი რესტორან მეტეხის ჩრდილშია გადაღებული.
ყოველდღე ასობით საჭმელი იყრება თბილისის რესტორნებიდან მაშინ როცა ხალხი შიმშილით ვიხოცებით და 15 20 ლარის გამო წელებზე ფეხს ვიდგამთ! ნუთუ არ შეიძლება სახლში გაგვატანონ, ქუჩაში დაურიგონ გაჭირვებულებს! ხალხო სხვის მორჩენილ ლუკმას გთხოვთ თქვენ ხომ არ გაცლით პირიდან!“

კომენტარები