„მოცლილი ხალხია, ჩხრიკონ უფრო მეტი“ -ბაჩანა ლობჟანიძე ფოტოებზე, რომელიც სავარაუდოდ, თამარის დაკრძალვის დღეს არის გადაღებული

-„მოცლილი ხალხია, ჩხრიკონ უფრო მეტი და მეტი, ბოლოს რას გამოჩხრიკავენ, ეგ არ ვიცი.

ჯერ ეს ერთი, მაგ პოსტებში მე მონიშნული არ ვარ, მეორე –  ჩემმა დეიდაშვილმა დაამთავრა ეროვნული გამოცდები, მე ვეხმარებოდი ერთ-ერთ საგანში და ამის აღნიშვნა იყო იქ“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ, – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის დაკრძალვის დღეს არის გადაღებული.

მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია,  – ბაჩანა ლობჟანიძეს,  თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია.

 ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განცხადა, რომ ლობჟანიძე მას ბაჩალიაშვილის ოჯახმა გააცნო და ექსპერტიზის ბიუროში მასთან ერთად იმყოფებოდა.

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი მაშველებმა თეთრიწყაროს ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში  ვერტმფრენები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

 ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. ოჯახის კიდევ ერთი ეჭვი ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

კომენტარები