მსოფლიოში ძალიან მცირე პროცენტია რეინფიცირების. 15 000 პაციენტი გვყავს გატარებული და მათში მხოლოდ სამი…“-ლევან რატიანი

​პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „დილა მშვიდობისა საქართველო“ განაცხადა:

-„პანდემია უკუგანვითარებას განიცდის, როდესაც არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი. პოპულაციურ იმუნიტეტს წარმოქმნის ორი ფაქტორი: ვაქცინირებულები და ინფიცირებულები. თუ ჯამი შეადგენს 80 %-ს, ამის შემდეგ ინფექციის ჯაჭვის წყვეტის ალბათობა იზრდება. 15 000 პაციენტი გვყავს გატარებული, მათში მხოლოდ სამი იყო რეინფიცირების შემთხვევა. მსოფლიოში ძალიან მცირე პროცენტია რეინფიცირების.

დაავადებამ რომ უკუგანვითარება განიცადოს, 60-დან 80 %-მდე ადამიანი უნდა იყოს აცრილი. ვაქცინაციის პრობლემა გამოიწვია ბევრმა ფაქტორმა. ადამიანები ინფორმირებულები არ არიან, რა არის ვაქცინის ბიოლოგიური შინაარსი. კაცობრიობამ ვაქცინაციის შედეგად მოაღწია დღემდე. იყო წითელა, ყვავილი, რომელიც მასობრივად ხოცავდა ადამიანებს. როგორც კი შეიქმნა ვაქცინები, სამყაროში მათი ერთეული შემთხვევები აღიწერება. თუ მასიურია ვაქცინაცია, ის არის ეფექტიანი. 10-დან ერთი რომ გაიკეთებს ვაქცინას, ეს არ არაფერს ნიშნავს. ყველას გვავიწყდება ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენისთვის რომ ვარსებობთ ადამიანები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რამოდენიმე ადამიანი ერთად არ უნდა შეიკრიბოს. ეს ნიშნავს ინფექციის პროგრესულად გავრცელებას. თუ ეს არ გავაკეთეთ, ჩვენი ქვეყნის მედიცინა ძალიან მალე ჩიხში შევა“.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

კომენტარები