„მტკიცებულებები არავის დაუდია… მთელი ერი ვსტრესავთ იქ მყოფ ბავშვებს“ -ვახო მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის შესახებ განაცხადა:

-„ჩემი აზრით, ნინოწმინდის პრობლემაზე პასუხისმგებლობა არის ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. ეს არის პრობლემის წყარო. როდესაც ეს ურთიერთობა არ არის გამჭვირვალე, ბიუჯეტის ფული ისე მიდის, რომ ის კონტროლის განსხვავებულ რეჟიმს ექვემდებარება, ეს იწვევს ამ ყველაფერს.რაც არ უნდა ხდებოდეს იქ, ჯერ ხომ მტკიცებულებები არავის დაუდია, მთელი ერი ვსტრესავთ იქ მყოფ ბავშვებს, სინამდვილეში პრობლემა სხვა რამეში მგონია. არა მგონია, იქ ბავშვების ჩაგვრის გამო არის აღშფოთებული მედია და ზოგადად ყველა“.

კომენტარები