„მცდარია ის აზრი, –  ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით“-მეუფე საბა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მარტვილში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა:

-„არის მცდელობები, –   ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს გაემიჯნოს, თუმცა ეკლესია ისტორიულ როლს ასრულებდა ქვეყნის მშენებლობაში და გამთლიანებაში, რის გამოც ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ეკლესია და სახელმწიფო უნდა გაერთიანდნენ.

ძალიან გასაკვირია დღეს, რატომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ ერი და ეკლესია ცალ-ცალკე იყვნენ, ეკლესია და სახელმწიფო არ უნდა მოღვაწეობდნენ ერთობლივად. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ეს – თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იქნება ისტორიის წყვეტაც, ტრადიციების დარღვევაც და ფასეულობების დარღვევაც. ქვეყნის მშენებლობაში ეკლესია და სახელმწიფო ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამ საქმეში ეკლესიას უპირველესი როლი ენიჭება. მცდარია ის აზრი, –  ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ. ამის მაგალითია გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი“.

დღეს მარტვილში ჭყონდიდობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ეპარქიის მიტროპოლიტებმა საზეიმო წირვა ერთობლივად აღავლინეს.

კომენტარები