ნათია თურნავა: „კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილი ფონდიდან თითოეული ლარი გამჭვირვალედ დაიხარჯება”

კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში თანხების აკუმულირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საჭიროებების ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფონდიდან თითოეული ლარი გამჭვირვალედ დაიხარჯება.

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდის კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენი ახდენს. მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესმენსა და ბიზნესს, ვინც ამ მოწოდებას გამოეხმაურა და თავის შემოწირულობებს რიცხავს ამ ფონდში. ჯერჯერობით მიმდინარეობს თანხების აკუმულირება. პარალელურად, ისევ ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება ძირითადი საჭიროებების აღრიცხვა, თუ რომელ სფეროს და რომელ უწყებას, რა კონკრეტული საჭიროებები გააჩნია იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად აღვუდგეთ წინ კორონავირუსის გავრცელებას. რა თქმა უნდა, როგორც კი ეს საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა ეკონიმიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

 

კომენტარები