ნასამ მთვარეზე გასამგზავრებელი სპეციალური სისტემების ასაგებად კომპანიები : SpaceX-ი, Blue Origin-ი და Dynetic-ი აირჩია

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველომ მთვარეზე გასამგზავრებელი სპეციალური სისტემების ასაგებად კომპანიები : SpaceX-ი, Blue Origin-ი და Dynetic-ი აირჩია.

ნასა კომპანიებს 967 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. თანხას 2024 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტების წასაყვანად განკუთვნილი სისტემების ასაგებად გამოიყენებენ.

ნასა-ს წარმომადგენლის, ლიზა უატსონ-მორგანის, განცხადებით:

„სამი კომპანიის არჩევით თავი დაიზღვიეს იმ შემთხვევისთვის,  რომელიმე მათგანი შეთავაზებულ პროექტს თუ ვერ განახორციელებს“.

2019 წელს  ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა მთვარის ხომალდის – Blue Moon-ის- დიზაინი წარადგინა. ხომალდის მთვარეზე გაგზავნას საკუთარი სიმძიმეების გადაზიდვის უნარის მქონე რაკეტით, New Glenn-ით, აპირებს.

ილონ მასკის SpaceX-ი კოსმოსურ სისტემა Starship-ს ააგებს, – მთვარეზე 100 მეტრული ტონა ტვირთის გადატანა იქნება შესაძლებელი.

ნასა-ს მიერ არჩეული  კომპანია Dynetics-ი მთვარეზე გასამგზავრებლად სისტემა Vulcan-ს შექმნის.

ხომალდის  კონცეფცია ნასა-ს კომპანია Boeing-მაც შესთავაზა. კომპანია Boeing-ი არჩეულ კომპანიებს შორის ვერ მოხვდა.

 

წყარო : reuters.com

კომენტარები