ნატალია ზარქუა: კანაფის ზეთი კიბოს განვითარებას ამუხრუჭებს და რიგ შემთხვევებში სიმსივნეს ბოლომდეც ამარცხებს!

– კანაფი ნარკოტიკულ თრობას იწვევს, რის გამოც, საზოგადოების დიდი ნაწილი ემიჯნება, თუმცა, მცირედმა თუ იცის, რომ ეს მცენარე ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ ნივთიერებებს და ელემენტებს შეიცავს, რომლებიც მრავალ მძიმე დაავადებას ამარცხებენ, ყველაზე ვერაგი სენის – კიბოს ჩათვლით! – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი თერაპევტმა, სამედიცინო საკითხებში კომპანია “გოლდენ ქინგსის” კონსულტანტმა ნატალია ზარქუამ:

– კანაფთან დაკავშირებით საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები მართლაც არსებობს. კანაფისგან მოსაწევის დამზადებას, ან ნარკოტიკული თრობის მიზნით სხვა სახით მის გამოყენებას ორგანიზმისთვის დიდი ზიანი მოაქვს, თუმცა, როგორც იტყვიან, მედალს მეორე მხარეც გააჩნია. კანაფი უძველესი კულტურაა, რომლის გამოყენების მეთოდები არსებობდა ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში, ჩინეთში და ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა ისტორია ათასწლეულებს მოითვლის. კანაფს უძველესი დროიდან იყენებდნენ, არა მხოლოდ როგორც ფსიქოტროპულ, არამედ როგორც საკვებ და სამკურნალო დანიშნულების პროდუქტს. ამერიკაში ე.წ. კანაფის მუზეუმიც კი არსებობს, სადაც ამ კულტურის სამკურნალო დანიშნულებით მოხმარების უამრავი რეცეპტია შემონახული. სხვათაშორის, ძველ დროში კანაფის ფსიქოტროპული თვისებაც, როგორც ტკივილგამაყუჩებელი – მკურნალობის მიზნით გამოიყენებოდა. თანამედროვე პირობებში ეს სრულიად დაუშვებელია, ვინაიდან დადგენილია, რომ არადანიშნულებით და დოზის გადამეტებით გამოყენება შიშებს, ჰალუცინაციებს, შფოთვებს და სხვა უამრავ უკუეფექტს განაპირობებს. ამ მიზეზით, 1961 წელს გაეროს სპეციალური კონვენციით, კანაფის, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების შემცვლელის გამოყენება აიკრძალა. მანამდე, კანაფი სასოფლო კულტურად ითვლებოდა და საბჭოთა კავშირშიც კი, ის სხვადასხვა დანიშნულებით მოყავდათ. კანაფისგან მზადდებოდა ზეთები, ქსოვილები, თოკები, მის ფოთლებს იყენებდნენ საკვების დანამატად და ა.შ. სვანეთში კანაფის საკვებ პროდუქტად, კერძოდ – სანელებელის სახით გამოყენება დღემდე აქტუალურია. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ამერიკელმა, კანადელმა და რუსმა მეცნიერებმა ერთობლივად გამოიყვანეს კანაფის ისეთი ჯიშები, რომელიც ფსიქოტროპულ ნივთიერებებს თითქმის არ შეიცავს, შესაბამისად, გვერდითი მოვლენებიც არ ახასიათებს. ზუსტად ეს ჯიშები დღეს მთელ მსოფლიოში სამედიცინო თვალსაზრისით გამოიყენება, ხოლო მისგან გამოწურული ზეთი საზოგადოებისთვის ფართო მოხმარების პროდუქტად მიიჩნევა. მთავარია, ზეთი მიიღებოდეს ცივი, მექანიკური დაწურვის მეთოდით, რათა კანაფის სასარგებლო და კურნებითი თვისებები შენარჩუნდეს. ფსიქოტროპული ნივთიერების კონცენტრაცია იმდენად მცირეა, მისი ნეგატიური შედეგის გამოსავლენად ერთდროულად 6 დან 9 ლიტრამდე კანაფის ზეთის დალევა დაგჭირდებათ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

– რა შემადგენლობისაა კანაფის ზეთი?

– არ არსებობს ინფორმაცია კანაფის ზეთის დამაზიანებელ მოქმედებაზე. სამაგიეროდ დადგენილია ამ პროდუქტის მრავალი სასარგებლო თვისება, როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის. ეს ზეთი არის მაღალი ბიოლოგიური აქტივობის პროდუქტი, ზეთებს შორის ერთადერთია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ითვისებს პრაქტიკულად 100%–ით კანაფის თესლში, რისგანაც ზეთი იწურება – შედის ადამიანისთვის პრაქტიკულად ყველა აუცილებელი ამინომჟავა, ცხიმოვანი მჟავები ოპტიმალური შეფარდებით, უამრავი ვიტამინები და მიკროელემენტები. კანაფის ზეთს შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ცხოველური ცხიმი, ნარების კარაქის ჩათვლით. კანაფის ზეთი უმდიდრესი წყაროა ცხიმოვანი მჟავებისა, რომლის მწვავე დეფიციტს განიცდის ადამიანის ორგანიზმი. კანაფის ზეთის შემადგენლობაში გვხვდება:
– უჯერი ცხიმოვანი მჟავეები: ომეგა–3 (20–22%), ომეგა–6 (56–57%), ომეგა–9 (11–12%); .
– ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები (8–11%), პალმიტინის (8%); სტეარინის (2%); არაქიდონის (1%) ცხიმოვანი მჟავები;
– ვიტამინები: ვიტამინი A; B ჯგუფის ვიტამინები: (B1, B2, B4-ქოლინი, B6); ვიტამინი C; ვიტამინი D; ვიტამინი E; ვიტამინი K;
– ფიტოსტეროლები; კაროტინოიდები; ქლოროფილი;
– მიკრო და მაკროელემენტები. რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, თუთია.

– რომელ დაავადებებს შველის კანაფის ზეთი?

– ექიმის მიერ დანიშნული დოზებით, კანაფის ზეთი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ის ძალზე ეფექტურია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე გულსისხლძარღვთა, სისხლის წარმომქმნელი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციონირებისთვის. წონაში დასაკლებად და ისეთი ვერაგი სენის დასამუხრუჭებლად, როგორიც გახლავთ ავთვისებიანი სიმსივნე. კანაფის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას ქოლესტერინის ბოლთებისგან. C, E, B6 ვიტამინები; კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი – სისხლძარღვების და გულის კუნთების მდგომარეობას აუმჯობესებენ. ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, აგრეთვე ტრომბოფლებიტით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებისთვის კვების რაციონში კანაფის ზეთის ჩართვის რეკომენდაციებს ექიმები იძლევიან. ეს პროდუქტი ინსულტებისა და ინფარქტების სამკურნალოდაც გამოიყენება. კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, რკინას, თუთიას, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ სისხლის უჯრედების სინთეზის პროცესში. ეს პროდუქტი რეკომენდებულია ანემიის შემთხვევაში. ზედა სასუნთქი გზების კატარის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ბრონქოზიტების, პნევმონიის, ასთმის და ტუბერკულოზის დროს კანაფის ზეთის დაავადებულთა კვების რაციონში ჩართვა საუკეთესო შედეგებს იძლევა. კანაფის ზეთს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, ასევე გამოიყენება გასტრიტების, კოლიტების, ენტერიტების, კუჭის და ნაწლავების წყულულოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, ბუასილის, თირკმლების და საშარდე ბუშტის დაავადების სამკურნალოდ. ზოგადად, ნითიერებათა ცვლას აუმჯობესებს და წონის დაკლების მიზნით, ასევე სხვა მიზეზთა გამო დიეტაზე მყოფთათვის საუკეთესო საკვებია.

– საინტერესოა, ონკოლოგიურ დაავადებებს რა მექანიზმით უპირისპირდება?

– 1991 წელს ჩატარდა წამყვანი ონკოლოგების გამოკითხვა. გამოკითხულთა 60% კანაფის ზეთს იყენებდა კომპლექსურ თერაპიაში კიბოთი დაავადებულებისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად. ქლოროფილის ანტიოქსიდანტური თვისება საშუალებას იძლევა, ებრძოლოს კიბოს გამომწვევ უჯრედებს. კანაფის ზეთს შეუძლია მოახდინოს პროკარცინოგენების მეტობოლიზმის ბლოკირება. ამრიგად, ქლოროფილი, რომელიც იცავს სხვადასხვა კანცეროგენებისაგან, ამით ხელს უშლის კიბოს უჯრედების გამრავლებას. კანაფის ზეთის რეგულარულად მიღება სასიკეთოდ აისახება სასქესო–საშარდე სისტემაზე. ეს პროდუქტი გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება პროსტატის ადენომის, იმპოტენციის, წინამდებარე ჯირკვლის და სხვა სახის სიმსივნეთა წინააღმდეგ. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანაფის ზეთი კიბოს განვითარებას ამუხრუჭებს და რიგ შემთხვევებში სიმსივნეს ბოლომდეც ამარცხებს!

– კიდევ რაში გამოიყენება კანაფის ზეთი?

– გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ჭამამდე 2 სუფრის კოვზი კანაფის ზეთის რეგულარულად მიღება 2-3 კვირაში უზრუნველყობს ჯანმრთელ, რბილ კანს და მაგარ ფრჩხილებს. ხოლო თმები დაიწყებენ სწრაფ ზრდას და შეიძენენ ბზინვარებას. კანაფის ზეთს აქვს აგრეთვე კარგი შედეგები დერმატოლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპიით მკურნალობის დროს. კანაფის ზეთის კვების რაციონში შეტანა ვიტილიგოს, ფსორიაზის, ეგზემის, დერმატიტის, აკნეს, დამწვრობის, ჩირქოვანი მუწუკების, ძნელად შეხორცებადი და ანთებითი ჭრილობების დროს კარგ შედეგებს იძლევა. ასევე, აქვს ანტიანთებითი, დამამშვიდებელი, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ქმედება. ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში რევმატოიდური ართრიტების, ართროზების, ოსტეოპოროზის, ოსტრეოხონდროზის, დაჭიმვების, დაჟეჟილობის, მოტეხილობის შემთხვევაში. ქალებისთვის კანაფის ზეთის რეგულარული მოხმარება იწვევს წინამენსტრუალური ტკივილების შემცირებას. არსებობს ამ პროდუქტის კომპლექსურ თერაპიაში გამოყენების პრაქტიკა მენსტრუალური აშლილობის საკვერცხეების კისტის და მასტოპატიის დროს. ვიტამინი E და უჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია დედის მუცელში ნაყოფის განვითარებისათვის, გარდა ამისა, კანაფის ზეთი აფერხებს სითხის შეკავებას, რაც ხშირად ხდება ორსულობის მეორე ნახევარში. მშობიარობის შემდგომ ამ პროდუქტის გამოყენება საკვებში ხელს უწყობს დედის ჯანმრთელობის აღდგენას, ააქტიურებს დედის იმუნურ სისტემას, იცავს როგორც დედას, ასევე პატარას სხვადასხვა ინფექციებისაგან, აუმჯობესებს ლაქტაციას და დედის რძის ხარისხს. კანაფის ზეთი აუცილებელიც კია ბავშვის ორგანიზმის სრულყოფილი განვითარებისათვის, რადგან ცხიმოვანი მჟავების ძირითად, ხოლო ვიტამინების და მიკრო ელემენტების დამატებითი წყაროს წარმოადგენს. ნევროზების, უძილობის, ბავშვთა აუტიზმის, ყოფაქცევის სხვადასხვა აშლილობის, ჰიპერაქტიურობის, ყურადღების დეფიციტის სინდრომის, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითების დროს კანაფის ზეთი მისწრებაა.

– როგორ მოვიხმაროთ კანაფის ზეთი?

– ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების მარაგის შესავსებად სვამენ 1 ჩაის კოვზ კანაფის ზეთს, ჭამის შემდეგ, 2–3 ჯერ დღეში. შეიძლება ამ პროდუქტის ჩართვა კვების ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში ზეთი უმად უნდა მოვასხათ სალატებს და სხვა საკვებს, არ უნდა დამუშავდეს თერმულად, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და პროფილაქტიკის მიზნით, ასევე, სხვადასხვა დაავდების მკურნალობის მიზნით კანაფის ზეთი 2–ჯერ დღეში, სუფრის კოვზით, 2–3 კვირის მანძილზე უნდა ვსვათ ჭამამდე 20 წუთით ადრე, წყლის დაყოლების გარეშე. კანაფის ზეთი, აგრეთვე იხმარება როგორც გარეგანი წასასმელი საშუალება – დამწრობის შემთხვევაში დაზიანებული სხეულის ნაწილზე ადებენ კანაფის ზეთის და კვერცხის ცილის ნაზავს 1:1 შეფარდებით, 2 საათის განმავლობაში; სურავანდის და წითელი ქარის დროს დაზიანებულ ადგილას იდებენ კანაფის ზეთის კომპრესს; რეკომენდებულია შეზელვა კანაფის ზეთის წელის არეში რადიკულიტის შეტევების დროს; მასტოპათიის შემთხვევაში რეკომენდებულია კომპრესსი ანთებითი პროცესსის ადგილას. კანაფის ზეთს იყენებენ ნებისმიერი სახის სამკურნალო მასაჟის დროს. განსაკუთრებულად ეფექტურია ართრიტების, ართროზის, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის შემთხვევებში. ეფექტის გასაძლიერებლად 1ს/კ კანაფის ზეთს შეიძლება დავუმატოთ 1–3 წვეთი როზმარინის და შროშანის ზეთი.

– ნუთუ, უკუჩვენება სრულიად არ გააჩნია?

– ერთადერთი უკუჩვენება კანაფის ზეთის მიღების დროს, შეიძლება იყოს ამ პროდუქტის პირადი აუტანლობა. კანაფის ზეთს წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც – იგი აღადგენს კანის სიმკვრივეს, ელასტიურობას, ასწორებს ნაოჭებს, კანს კვებავს და იცავს ნაადრევი დაბერებისგან, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მოცულობას, ბზინვარებას და სინაზეს ანიჭებს. ეფექტური საშუალებაა თმის მტვრევადობის, გაყოფილი ბოლოების და სიმშრალის წინააღმდეგ.

– სად იყიდება და რა ღირს კანაფის ზეთი?

– კანაფის ზეთი იყიდება დიდ სუპერმარკეტებში და ერთი ბოთლის ფასი 50-55 ლარია. ბოთლზე მიკრულ ეტიკეტზე წერია ზეთის შემადგენლობა, დამზადების ტექნოლოგია და შენახვის პირობები. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ეტიკეტზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ექიმ კონსულტანტს და მიიღონ უფასო სამედიცინო კონსულტაცია: T. 568 201 212; T. 579 999 722. გისურვებთ ჯანმრთელობას!

 ინტერვიუ მოგვაწოდა ზაზა დავითაიამ

კომენტარები