„ნატოს 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის და არა…“-სტოლტენბერგი

უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის გადასაწყვეტია და არა მოსკოვის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

-„ნატოს 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის, ამ პროცესში ჩარევის უფლება სხვას არავის აქვს. ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, შეიტანოს განაცხადი წევრობაზე, თუმცა ალიანსის 30 წევრის უფლებაა გადაწყვიტოს, როდის მოხდება წევრობის შეთავაზება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები