„ნაციონალი“ ბონდო თედორაძე სალომე სამადაშვილს უპირისპირდება -„არ ვაპირებ, ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო „პეროობა“ ან რამე მსგავსი. ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“

-„რამდენჯერ დაგვაკავეს, რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს ამ რვა წლის განმავლობაში და ჯერ არ მახსოვს, სალომე სამადაშვილს და ბევრ ლიდერს კიდევ დაედოს პოსტი ჩვენზე და გამოეხატოს მხარდაჭერა ( პოსტზე ვსაუბრობ, პოსტზე).

ახლა კი, ბათუმში მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და ყველას ვისაც მოეწონა, ასევე ამაზრზენად მოიხსენია!

საჯაროდ ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს თავი გადადებული და არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი!

ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება!

არც მივატოვებ არავის! სხვა საკითხია რა მომწონს და რა არ მომწონს!“, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბონდო თედორაძე  სოციალურ ქსელში,   ბათუმში, აქციაზე დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ – თანაპარტიელ სალომე სამადაშვილს უპირისპირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამაზრზენი უწოდა.

სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

-„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“.

კომენტარები