„ნაცმოძრაობისგან“ იგეგმება გარკვეული, ძალიან ბინძური კადრების გავრცელება უცხოეთში” – მამუკა მდინარაძემ:

„ვისი ინტერესი იყო და თუკი ასეთი რამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ხდებოდა, ვის მიერ იყო შესრულებული, შემდეგ დამონტაჟებული, გავრცელებული?! ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია „ნაცმოძრაობისგან“ იმის შესახებ, რომ იგეგმება გარკვეული, ძალიან ბინძური კადრების გავრცელება უცხოეთში – ამას გეგმავს „ნაციონალური მოძრობა“ იმისთვის, რომ მღელვარება გამოიწვიოს. იცით, რომ ისინი კამპანიას არ აწარმოებენ და ამაზე აგებენ ყველაფერს. რადგან ეს იგეგმება და ეს ინფორმაცია გვაქვს, ამიტომ ვახდენთ პრევენციას, წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები