ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – ტროპიკული ქარიშხალი

ტროპიკული ქარიშხალი „სალი“ ფლორიდასა და ალაბამაში.

ტროპიკულმა ქარიშხალმა „სალი“ 550 ათასი ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.

„სალი“ მეორე კატეგორიამდე დასუსტდა, მაგრამ შტატებში უპრეცედენტო წყალდიდობებია. დატბორილი ადგილებიდან ასობით ადამიანი გადაარჩინეს, გარდაიცვალა ერთი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 169 კილომეტრს აღწევდა. მოგვიანებით ეს მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ მაქსიმალური ზარალი სახლებს ძლიერმა წვიმამ და შედეგად ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა მიაყენა.

კომენტარები