ნიკა მელია, პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად, ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ნიკა მელია, პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად, რომ მას საგამოძიებო ორგანოს გაფრთხილებისა და მისი თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლი არ დაეტოვებინა, – ტელეკომპანია “კავკასიის” ერთ-ერთ გადაცემაში მივიდა.

ნიკა მელია Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს:

„ტელეკომპანიაში ვიზიტის შესახებ ჩემმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს.  პასუხად კატეგორიული უარი მიიღო. პროკურატურის მითითებები  მიუღებელია, არაკონსტიტუციურია. არ ვაპირებ ჩემი საქმიანობის შეზღუდვას“.

გენერალური პროკურატურა  მელიას მიერ ამ დარღვევის ფაქტს შეისწავლის და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

 

კომენტარები