ნილოსის მახლობლად მდებარე აკლდამაში მუმიფიცირებულ თაგვებს მიაგნეს

ეგვიპტეში, ნილოსის მახლობლად მდებარე აკლდამაში მუმიფიცირებულ თაგვებს მიაგნეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თაგვები და სხვა ცხოველები ორი მუმიფიცირებული სხეულის გარშემო იყო განთავსებული.

აღმოჩენის შესახებ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც კონტრაბანდისტები შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსვენებულების აკლდამები ფარაონის მწერალ ანის და მის მეუღლე ტუტუს ეკუთვნით.

კომენტარები