ნინო ბურჯანაძე – „პრემიერ-მინისტრი დაკავებულია არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებს, როგორც…“

-„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ლამის ნახევარი მთავრობა იყო დაკავებული არა სახელმწიფოს საქმიანობით და მათი პირდაპირი მოვალეობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც “ქართული ოცნების” აქტივისტები. რა არის ეს, თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?! ნათლად გამოჩნდა, როგორ აპირებს “ქართული ოცნება” სახელმწიფო ხარჯების, სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფოს თანამდებობის პირების, “ქართული ოცნების”, პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების განხორციელებისთვის გამოყენებას“, – განაცხადა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები