ნინო ჯანგირაშვილი-” ვანო მერაბიშვილი ვერასოდეს გახდება მისაღები ჩემთვის”

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციას აუჯანყდა -“ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობით მისი სტრუქტურა წლების მანძილზე ადამიანის უფლებებს ტოტალურად არღვევდა ვერასოდეს გახდება მისაღები პირადად ჩემთვის, ანუ იმ ადამიანისთვის, ვისაც ადამიანის უფლებების დარღვევაზე კრუნჩხვა ემართება და სულ არ აინტერესებს არგუმენტი, რომ სანაცვლოდ თურმე რეფორმები ტარდებოდა. სავარაუდოდ ის პარტიები ვისი სახე და დროშაც შეიძლება მერაბიშვილი გახდეს, ჩემისთანების გულის მოგებაზე ნაკლებად ფიქრობენ, თავის ბაბლში თუხთუხებენ, მაგრამ რა ვიცი, იცოდეთ მაინც , რომ არსებობს ძალიან მკვეთრი წითელი ხაზები. ნუ დაეხმარებით ივანიშვილს ამ გამოუვალი სიტუაციიდან გამოძვრომაში.” – წერს სოც. ქსელში ჯანგირაშვილი


მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები