ნოდარ დუმბაძე: ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა

,, ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი – საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის, ხედ მოდის, ღრუბლად დაქანაობს ცაში, ჭექს, ქუხს, მოკლედ, შენია მთელი მსოფლიო, შენ ხარ მთელი სამყარო. უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა… ..“

ნოდარ დუმბაძე

კომენტარები