“ნუთუ ვინმე ფიქრობთ, რომ ფანჩატურისტებს პროპორციული არჩევნები აწუხებდათ? არა ბატონებო მაგათ ნახეს, რომ ვერცერთი მაჟორიტარად ვერ გავიდოდა და ატეხეს ის რაც ატეხეს”-ედიშერ გვემეტაძე:

ისტორიკოსი ედიშედ გვენეტაძე წერს –

“ნუთუ ვინმე ფიქრობთ, რომ ფანჩატურისტებს პროპორციული არჩევნები აწუხებდათ? არა ბატონებო მაგათ ნახეს, რომ ვერცერთი მაჟორიტარად ვერ გავიდოდა და ატეხეს ის რაც ატეხეს…
ახლა მივიდა საქმე პროპორციულამდე და ხედავენ, რომ აქცაც ძალიან ცუდად აქვთ საქმე და უნდათ არჩევნები არ ჩატარდეს. მაგათთვის ყველაზე უკეთესი იყო არ გასულიყო ცვლილებები. ამიტომაც იკრიბებოდნენ შალიეს უკანა ეზოში. სხვა რითი უნდა აიხსნას ნაცევრონაცების სხდომებზე არ დასწრება. ეს ღვთისპირიდან გაგდებული ნეოტროცკისტები ელოდებიან კიდევ ერთ უმთავრესს. თუ როგორ დამთავრდება არჩევნები აშშ-ში და ამის მერე უნდათ აქ არჩევნები. ამიტომაც ახლა იტყვიან შალიკოს ფანჩატურმა დრო ამოწურა და გადავედით ახლა ოფის “ძალა ერთობაშია”-ო.
ყველგან ჩაფლავდნენ და ახლა ერთი შანსი აქვთ არჩევნების ჩაშლა! რითი? აი კორონათი. ვერ ხედავთ დაიწყეს კივილი იმ გოგიე კანდელაკის პირით, რომ გავხსნათ საზღვრები, აღვადგინოთ ფრენები, შემოვიყვანოთ ტურისტები…იმედოვნებენ ამით პანდემიის გავრცელებას და გინდ მთელი მოსახლეობა დახოცილა ამათთვის სულერთია, სკამებს მაინც დაიტაცებენ.
დაუკვირდით! ახლა დაანებებენ გადატრიალებაზე ყვირილს თავს. რატომ? იმიტომ, რომ ხედავენ დასავლეთი მათ არანაირ გადატრიალებას ლეგიტიმაციას არ გაუკეთებს. ამიტომაც ყოველ ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ მასიურად გავრცელედეს ეპიდემია და ამით შექმნან უკმაყოფილება, მძიმე სიტუაცია და ხელისუფლებამ არჩევნები გადადოს. ეს მათ ინტერესშია ვინაიდან მშვენივრად ხედავენ, რომ მათი პოლიტიკური კუბოს გამოჭედვა დამთავრებულია, მხოლოდ ლურსმნები და ჩაქუჩია საჭირო.
ამიტომაც უნდათ არჩევნების არ ჩატარება 31 ოქტომბერს! ამიტომაც ყველაფერ უკადრებელს იკადრებენ!
აქაური ნეოტროცკისტების მთავარი ამოცანაა დაელოდონ თუ როგორ დაამთავრებენ არსებობას იქაური ნეოტროცკისტები და მერე იმოქმედებენ….
ხელისუფლებავ! ფრთხილად ამ ნეოტროცკისტებისაგან ყველგან ყველაფერია მოსალოდნელი.”-წერს ედიშერ გვენეტაძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები