„ნუ უჭერთ მხარს მწამებელ სააკაშვილს და ბოკერიას“

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსმა“ აქცია გამართა.

ირმა ინაშვილმა აქციაზე 10 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

პოლიტიკოსის განცხადებით, სასტუმრო „რუმსში“ შეკრებილი ორგანიზატორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, თითქოს ირმა ინაშვილი შლიდა ღონისძიებას.

ინაშვილმა განაცხადა, შემზარავი იყო, კრამერმა და ბრაიზამ არაერთი ტყუილი თქვეს. დევიდ კრამერი მას ხელით შეეხო, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ევგენიძემაც.

ნუ უჭერთ მხარს მწამებელ სააკაშვილს და ბოკერიას.

სასტუმრო „რუმსში“ შეკრებილი ორგანიზატორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, თითქოს ვშლიდი ღონისძიებას.

​მეთიუ ბრაიზამ ახალი ტყუილი თქვა, თითქოს, 10 სექტემბერს, პიჯაკი დავუზიანე კონფერენციის ორგანიზატორ ნინო ევგენიძეს.

13 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსმა“ მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერს პროკურატურაში უჩივლა.

10 სექტემბერს, ირმა ინაშვილი სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენციაზე მივიდა. მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა. ჟურნალისტებსა და ირმა ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ. ამის გამო კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

 

კომენტარები