„ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა თუ გარემოს დამცველებისგან უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთდა. ონის ჰესების კასკადი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ეკოსისტემას“ – ლევან დავითაშვილი

-„ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა თუ გარემოს დამცველებისგან უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთდა. ამას შეიძლება მოღალატეობრივიც ვუწოდოთ.

ეს განცხადებები მიმართული იყო რაჭის მკვიდრი მოსახლეობის გრძნობებზე. ამ დეზინფორმაციის მიზანი მათი შეცდომაში შეყვანა იყო. ყველა ფაქტი, რომელიც მოსახლეობას საინფორმაციო საშუალებებით მიაწოდეს იყო ტყუილი.

იყო საუბარი იმაზე, რომ ფეთქდებოდა მთები და იკარგებოდა მდინარე რიონი. ორივე ფაქტი არის ტყუილი. არ არის პროექტში გათვალისწინებული არც აფეთქება არც მდინარე რიონის გაქრობა.

კასკადი და გვირაბი სხვადასხვა თემაა და 8 მეტრიანი კასკადი სხვა. ინფორმაცია იყო წარმოდგენილი, თითქოს, ეს იყო დიდი კასკადი. ეს არის მხოლოდ ჰესის შემკრები ერთი ბლოკი, რომელიც საკმაოდ დიდი გენერაციის საშუალებას იძლევა. მაგრამ გარემოსდაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის გათვალისწინებული.

ეს პროექტი რამდენიმეჯერ იყო გადავადებული. ამ გადაწყვეტილების პროცესს რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღოდა წინ. შესაბამისად, ყველა ასპექტი შესწავლული იყო კომპეტენტური ექსპერტების მიერ. რაც იყო დაკავშირებული სეისმოლოგისთანგეოლოგიასთან და ჰიდროლოგიასთან. და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ასეთი მანიპულირებით, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა და არამორალურია.

საუბარია ბუნებაში მინიმალურ ინტერვენციებზე. მდინარე რიონი წყალუხვიაჰიდროლოგებს კარგად ესმით, რომ მთლიანად რიონის მილში მოქცევა ჩვენი მხრიდან არანაირად არ იქნებოდა მხარდაჭერილი. ეს არ არის მხარდაჭერილი. მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემას შევინარჩუნებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში აშენდება ჰესი“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები