„ოპოზიციურმა პარტიებმა დოკუმენტზე ხელის მოწერით „ნაციონალური მოძრაობა“ გაწირეს“-გუბაზ სანიკიძე
-„ოპოზიციურმა პარტიებმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით „ნაციონალური მოძრაობა“ გაწირეს. პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ “უპერსპექტივო მომავალი” აქვთ.
ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის მოსალოდნელი.
დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო რომ დარჩენილიყო გარეთ და რომ დარჩეს, აუცილებლად რეპრესიები დაიწყება მის წინააღმდეგ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შებრძანებული პოლიტიკური ძალები კრინტის დამძვრელიც არ არიან.
ყველას თავისი არჩევანი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მათ ვუწინასწარმეტყველო უპერსპექტივო მომავალი. ჩათვალეთ, ეს პარტიები შემდეგ არჩევნებში ვერც ერთ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს თავისი პოლიტიკური პარტნიორის, რომელიც ხანდახან გაუმართლებლად უთმობდა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს”
19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.
ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.