“ორღობის მაწყევარი ბოროტი დედაბერიც კი არ იკადრებს იმ სუპერქაჯურ ღლიცინს, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი პოლიტიკანი თუ დაქირავებული ფსევდო-აქტივისტი კადრულობს “ქართული ოცნების” რამდენიმე თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირებაზე”-გია აბაშიძე:

გია აბაშიძე სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს და წერს –

“ორღობის მაწყევარი ბოროტი დედაბერიც კი არ იკადრებს იმ სუპერქაჯურ ღლიცინს, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი პოლიტიკანი თუ დაქირავებული ფსევდო-აქტივისტი კადრულობს “ქართული ოცნების” რამდენიმე თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირებაზე.
არავის ინფიცირება, ავადმყოფობა არ უნდა გვიხაროდეს! ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, მოგვწონს თუ არა ერთმანეთის პოლიტიკური გემოვნება!
ურყევ ჯანმრთელობას ვუსურვებ ნებისმიერი პოლიტიკური პლატფორმის თუ მრწამსის ადამიანს!
სირცხვილი მსგავს მაწყევარ პოლიტიკან არაადამიანებს!”-წერს გია აბაშიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები