„ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი, 8-წლიანი სტაბილურობა, რაც  ქვეყანას პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ლაგოდეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

„2020 წლის ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი, უპრეცედენტო მშვიდობა, 8-წლიანი სტაბილურობა, რაც  ქვეყანას პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ის უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.

ყველა მმმართველის პირობებში, ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება. თავისუფლებას გისურვებთ ჩვენო მეგობრებო, გისურვებთ გამარჯვებას. მე ჩვენს კანდიდატს, ბატონ ირაკლის ვუსურვებ გამარჯვებას. ღირსეულ, პატრიოტ კაცს, გამორჩეულ მებრძოლს და მჯერა, რომ ყველა ერთად, ოქტომბრის თვეში კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ საერთო გამარჯვებას“, – განაცხადა  პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე.

კომენტარები