პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში – „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი

-„შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი იყოს.
მეს წინადადება თავად ბურჭულაძისთვისაც მისაღებია. სიის ფორმირება ახლა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს. ვფიქრობ, დიდი დრო არ დარჩა იქამდე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს“.

პაატა ბურჭულაძესთან უკვე დიდიხანია საუბარი მიმდინარეობს. ჩვენთვის მისასალმებელი იქნება, თუ ისეთი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს სახელის პოპულარიზაცია შეძლეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქნებიან.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს წინადადება თავად პაატა ბურჭულაძისთვისაც მისაღებია, ის ოქტომბერში ჩვენს საერთო ბრძოლას შეუერთდება”, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები