პაატა იმნაძის დედა გიორგი კეკელიძეზე: „გიორგი ზღაპარი ბიჭია. მიხარია, რომ გავიცანი“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის დედა – ნუნუ დუმბაძე გურული დღიურების ფონდში რიცხავდა თავის პენსიას. ფონდი ამ თანხით სოციალურად დაუცველ მოზარდებს ეხმარებოდა.
ქალბატონი ნუნუ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გიორგი კეკელიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს:

„გიორგი ზღაპარი ბიჭია. მიხარია, რომ გავიცანი“.

 

კომენტარები