პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირი გამოხატავს ღრმა პატივისცემას ქეთევან ციხელაშვილის მიმართ

პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირი გამგეობა განცხადებას ავრცელებს:

„ქეთევან ციხელაშვილის თაოსნობით უამრავი სასიკეთო ძვრა მოხდა პანკისში, განხორციელდა მრავალი პროექტი, რომელმაც გააუმჯობესა ხეობის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება.

„უხუცესთა კავშირი” გამოხატავს ღრმა პატივისცემას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მიმართ, რომელიც ამთავრებს ამ თანამდებობაზე თავის საქმიანობას.
გვინდა, უღრმესი მადლობა ვუთხრათ იმ გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის, რომელსაც იჩენდით პანკისისა და პანკისელების მიმართ. თქვენი თაოსნობით უამრავი სასიკეთო ძვრა მოხდა პანკისში, განხორციელდა მრავალი პროექტი, როელმაც რამდენადმე გააუმჯობესა ხეობის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება. განსაკუთრებული და წარუშლელი იყო თქვენი პიროვნული, ადამიანური დამოკიდებულება და უბრალოება, რომელიც ნებისმიერი ჩინოვნიკისათვის, სახელმწიფო მოხელისათვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.

ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ უფრო წარმატებული იქნება თქვენი საქმიანობა ახალ ამპლუაშიც. მადლობას გიძღვნით პანკისელი პედაგოგების სახელითაც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თან გაგყვებათ თქვენ მიერ დათესილი სიკეთისა და ადამიანური პატივისცემის გრძნობა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას“.

კომენტარები