პანტომიმის თეატრის მსახიობი და რეჟისორი, გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დღეს, პანტომიმის თეატრის მსახიობი და რეჟისორი, გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა.

გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მუშაობდა.

-„დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, სცენის ოსტატი გოგა ოსეფაშვილი. შალიკაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მის მეგობრებს.

გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას თავდადებული შრომისთვის და ერთგულებისთვის“.

კომენტარები