„პარალმეტნის წინ, რუსთაველის გამზირზე ტრადიციული აქცია არ იგეგმება“ – გიგი უგულავა

პარალმეტნის წინ, რუსთაველის გამზირზე ტრადიციული აქცია არ იგეგმება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგუალვამ განაცხადა.

-„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შევიკრიბებით, ყველა პარტია ვიქნებით წარმოდგენილი. რამდენიმე იდეა განვიხილეთ, გეგმების შესახებ სრულად ხვალ ვისაუბრებთ. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, საერთო კონსესუსი არსებობს, – პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება, ეს შემიძლია დავადასტურო. ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება. პარალელურად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან გვინდა შეხვედრა, ასევე ვგეგმავთ ბიზნენის წარმომადგენლებთან შეხვედრას, საუბრის თემა ორი იქნება – საპროტესტო მოძრაობა, რატომ ვთვლით, –  ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, კოვიდ რეგულაციები, ვხედავთ, ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ეკონომიკის მთლიანი მოკვლა, არა შუალედური და ოქროს გზა. ამ მთავრობის ხელში ორმაგი დარტყმის ქვეშ ვართ, – ბრძოლა კორონავირუსთან ჩაფლავებულია, ეკონომიკა ამ რეგულაციებით მომსპარია! ეკონომიკის მიმართულებით ძალიან მძიმე დღეები გველოდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები