პარიზის დისნეილენდში ტურისტი „ელ-ეს-დეს“ მიღების შემდეგ დაიკარგა

შვეიცარიელი ტურისტი პარიზის დისნეილენდში ჰალუცინოგენური ნარკოტიკის მიღების შემდეგ დაიკარგა.

32 წლის ტურისტი გასართობ პარკში თავის შეყვარებულთან ერთად იყო მისული. როგორც ცნობილია, მამაკაცს ნარკოტიკული საშუალებებით სწორად მისი შეყვარებული ამარაგებდა.

მამაკაცის ძებნაში პარკის 80 თანამშრომელი, 10 დაივერი, ძაღლები და ერთი სამხედრო ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას.

ნაპოვნი ტურისტი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად პოლიციაში გადაიყვანეს.

წყარო: „tourism.interfax.ru“.

კომენტარები