პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, მასთან შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები