„პარლამენტის წევრებს კვლავ მოუწევთ პარლამენტის შენობაში შესვლა და ვნახავთ, როგორ მოახერხებენ“

„სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ  განაცხადა:

„პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში. დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება”, თუ როდის რას და სად გავაკეთებთ. აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი პირობაც დავდეთ“.

ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ამ გამოწვევას. ძალიან მალე იქნება მთავრობის სხდომა, მალე იქნება ბიუჯეტის მორიგი განხილვა, მალე იქნება სესია, საქართველოს პარლამენტის წევრებს კვლავ მოუწევთ პარლამენტის შენობაში შესვლა და ვნახავთ, როგორ მოახერხებენ“.

კომენტარები