პარლამენტში, 15:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ჩაიშალა. 

პარლამენტში, 15:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ჩაიშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული.

მანამდე დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს.

ყველას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ იმოქმედონ კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად. მთავარი კანონის განხორციელებაა. პატივს ვცემ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლებას, მაგრამ პარლამენტის ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს“.

პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია. აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარები