პარტნიორები თუ მტრები ?

ის ვისაც საქართველოს პარტნიორებად გვისახებენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტრებია!

საქართველოს ყველაზე დიდი მტერი დღეს ის ევროპარლამენტარებია, რომლებიც სააკაშვილის სადისტური რეჟიმის იდეოლოგებს ლობირებენ, რომლებიც ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სისხლის ღვრასაც არ ერიდებიან!

დესტრუქცია! სახელმწიფოს მუდმივი რყევა! ძალადობა!
ეს ეგრედწოდებული ოპოზიციის დღის წესრიგს წარმოადგენს!

ხელისუფლებაში ქართველი ხალხი რეჟიმის იდეოლოგების დაბრუნებას არ დაუშვებს, არ დაუშვებს ეს ქვეყანა ბანკირ ხაზარაძეს და ჯალათ ბოკერიას ჩაუგდოს ხელში!
მოსწონთ ეს თუ არა ეგრედწოდებულ ევროპარლამენტარებს!

ნაცმიდრეკილების აქციებზე ნათლად ისახება, რომ ეგრედწოდებულ ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების არანაირი ლეგიტიმაცია.
სადაც 5 000 კაციც კი არ გამოდის!

საზოგადოების ლეგიტიმაცია დაკარგულ ოპოზიციას გამოსავლის ქვეყნის გარეთ ძიება უწევს.

დასავლეთში ვინც ამ დესტრუქციულ ძალებს ლობირებს და ცდილობს ხელისუფლება ხელში ჩაუგდოს არა ჩვენი პარტნიორები არამედ ჩვენ ყველაზე დიდი მტრებია!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები