„პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. პეტრე ცაავა ხელით არ შეხებია ის პატრიარქს, ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ“

ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა:

„პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. პეტრე ცაავა ხელით არ შეხებია ის პატრიარქს, ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ.  როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ყვირილისგან. პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება? ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა – მაგრამ ხმით კი“.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართა.

პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა.

მეუფე პეტრემ  სხდომის დასრულების განაცხადა:

„მე განმაყენეს მღვდელმთავრობიდან. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში „პადარასტიის” მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვების.

ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.

კომენტარები