პელეს შვილმა მამის დეპრესიის მიზეზებზე ისაუბრა

ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს შვილმა ედინიუმ განაცხადა, რომ მამამისი დეპრესიაშია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, იუწყება Reuters.

ბრაზილიელის სიტყვებით, პელეს უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს – გამოუცვალეს მენჯ-ბარძაყის სახსრები, რასაც მოჰყვა ძნელი აღდგენითი პროცესი. პელემ პრაქტიკულად შეწყვიტა სიარული.

 

„ამის გამო, მას განუვითარდა რაღაც დეპრესიის მაგვარი. წარმოიდგინეთ, ის არის მეფე და ამ დროს არ შეუძლია ნორმალურად სიარული“, – თქვა ედინიუმ  TV Globo-ს ეთერში.

ედინიუმ აღნიშნა, რომ მამამისს არ სურს სახლიდან გამოსვლა და გახდა კარჩაკეტილი.

წყარო: gazeta.ru

 

კომენტარები