პერუს დედაქალაქ ლიმაში კორონავირუსით ინფიცირებულმა ორმა ორსულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვები გააჩინა

პერუს დედაქალაქ ლიმაში კორონავირუსით ინფიცირებულმა ორმა ორსულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვები გააჩინა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ახალშობილებს ა კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.

პირველი ბავშვში 27 მარტს დაიბადა, მეორე  31-ში.ორივე ქალი თავს კარგად გრძნობს. მათ კორონავირუსზე ამ დრომდე მკურნალობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დედებს შვილებთან ერთად ყოფნისა და მათი გამოკვების უფლებას მისცემენ – ჰიგიენური წესების დაცვით.

პერუში კორონავირუსის 2 954 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით 107 ადამიანია დაღუპული, 1 301  გამოჯანმრთელდა.

კომენტარები