„პირველი პოლიტიკური ფასი ის იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს.  გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ – სოზარ სუბარი

-„ნაციონალურ მოძრაობაზე“ როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ ორივე ფრთას „ევროპულ საქართველოს“ ამ სივრცის ქვეშ. მათ ძალიან კარგად იციან, არჩევნებს წააგებენ. გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში აქვთ, მაგრამ იმას ვერ გასცდება. პირველი პოლიტიკური ფასი ის იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს.

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სალაპარაკო თემა აღარ დარჩა. უნდოდათ ელაპარაკათ რაღაც თემაზე. არაფერი თემა არ ჰქონდათ. უნდოდათ საარჩევნო სისტემის ცვლილება. საარჩევნო სისტემაზე იყო განსხვავებული შეხედულებები. შევთანხმდით ამ საკითხზე, მერე გაჩნდა გარკვეული თემა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების. ამაზე იყო მთელი სალაპარაკო. ახლა ეს თემაც გამოეცალათ“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა .

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები