პრაღის ზოოპარკში  გორილა და ლომები  კორონავირუსით დაინფიცირდნენ

 

News24 -ის ცნობით, პრაღის ზოოპარკში კორონავირუსით ორი ლომი და  გორილა დაავადდნენ.

ჩეხეთში Covid 19-ით დაავადების შემთხვევათა აფეთქების ფონზე ზოოპარკი დიდი ხანია დაკეტილია. მიუხედავად კარანტინისა, ცხოველები მაინც დაავადდნენ, სავარაუდოდ,  ზოოპარკის თანამშრომლებისგან.

ლომებს – ჯამვანსა და სუხის და მამრ გორილა -რიჩარდს  კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოაჩნდათ.

„ცხოველებს დაავადების საშუალო სიმძიმის ფორმა აღენიშნებათ: ლომებს ხველა და ცხელება აწუხებთ, რიჩარდს კი -მადის დაქვეითება და სისუსტე“ -აცხადებს ზოოპარკის დირექტორი მიროსლავ ბობეკი.

კომენტარები