„პრეზიდენტს განვუმარტე, რომ მომხდარი შემთხვევითობა იყო და არა განზრახ მკვლელობა“

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის ადვოკატი თეონა ქორიძე აცხადებს:

„სალომე ზურაბიშვილმა “იცოდა, რას აწერდა ხელს.

პრეზიდენტს განვუმარტე, რომ მომხდარი შემთხვევითობა იყო და არა განზრახ მკვლელობა.

ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, შემთხვევითობა: დევაძე პოლიციელსა და ერთ პირს შორის გაშველების მიზნით ჩაერთო საქმეში, რაც ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს. სხვათა შორის, ვიდეოში ისიც გამოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდნენ. პრეზიდენტის ეს აქტი იყო მართლმსაჯულების აღსრულება. მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა რას აწერდა ხელს“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე. ის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

კომენტარები