„პროდასავლური ოპოზიცია ბურჯანაძეს, ნათელაშვილსა და სააკაშვილს უნდა გაემიჯნოს“ – სოზარ სუბარი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით:
-„გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ თავს პროდასავლურს უწოდებს, სინამდვილეში კი პრორუსულია.
მისი თქმით, პროდასავლური ოპოზიცია ბურჯანაძეს, ნათელაშვილსა და სააკაშვილს უნდა გაემიჯნოს.
„ძალიან სამწუხაროა,  ხშირ შემთხვევაში, ფანჩატურის მთელი ოპოზიცია ერთიან განცხადებებს აკეთებს და იმ ნარატივში ჯდება, რასაც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი აყალიბებს. დარწმუნებული ვარ, ნათელაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც სააკაშვილი უკვეთავს. ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ამორალური და იდიოტები უწოდა იან კელის და რამდენიმე პარლამენტარს. მან ასევე მსგავსი განცხადებები გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ. მგონი, ეს ყველაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს იმ ფონზე, როცა მან თქვა, რომ ევროპა არის ჩვეულებრივი კოლონიზატორი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით. ასეთი ანტიდასავლური განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს, არც ის, რომ ნინო ბურჯანაძე, ნატო ჩხეიძე და შალვა ნათელაშვილი, მკაფიო პრორუსული ძალები ვითომ პროდასავლურ ძალებთან ერთად სხედან და ერთ პოლიტიკას აყალიბებენ. ეს არის მკაფიო ანტიდასავლური პოლიტიკა. კარგი იქნება, თუ ვითომ ჩვენი პროდასავლური პოლიტიკოსები გაემიჯნებიან ნათელაშვილის, ბურჯანაძისა და სააკაშვილის განცხადებებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარები