პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება. გამოცდები სექტემბერში

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, 20 მაისს დაიწყება. გამოცდები სექტემბერში ჩატარდება. სწავლა ოქტომბრიდან დაიწყება.

-„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ორის ის ნაცვლად, წელს მხოლოდ ერთი მიღება იქნება.

შექმნილ ვითარებაში, კოლეჯებს ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან მეტი ადგილი, ონლაინ რეჟიმში განახორციელონ პროგრამების ავტორიზაცია, დაწესებულებების აღჭურვა და სახელოსნოების დაემატება.

პროფესიული განათლების თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავსებას გულისხმობს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა შეუძლებელია. არ არის სემესტრები და სასწავლებლებს საშუალება აქვთ, სასწავლო გეგმა დროში ინდივიდუალურად გადაანაწილონ.

ჩამოყალიბდა ონლაინ პლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ ( სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.). ისინი განიხილავენ ცალკეული პროგრამების სწავლის შედეგებს და მათი დისტანციურად მიწოდების პერსპექტივას სამომავლოდ.

მოკლევადიან პროგრამების  სეგმენტში გარკვეული პროგრამები ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

პროფესიულ განათლებაში ორი ტიპის პროგრამები არსებობს: მოკლევადიანი, მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით სრულდება და ტიპური კვალიფიკაციის შესაბამისი გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც დიპლომით სრულდება“, – განაცხადა  საქართველოს პირველ არხთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა.

კომენტარები